„დედა კურაჟი" - სამზადისი პრემიერისთვის

12 ოქტომბერი 2022, 10:44 875 ნახვა

15 ოქტომბერს ბათუმის დრამატულ თეატრში მორიგი სპექტაკლი პრემიერაა. რეჟისორი გაგა გოშაძე  ომის სისასტიკეს სცენიდან ეხმიანება,  სადაც თითქმის ყველა დროის ომის ამსახველი მასალა იქნება წარმოდგენილი.  უამრავი ადამიანის, ქვეყნის ისტორია ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.  

ბერტოლდ ბრეხტის “დედა კურაჟი და მისი შვილები”  მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგიული ნაწარმოებია. პოლიტიკური დრამა აგებულია მე-17 საუკუნის ოცდაათიანი წლების ომის თემატიკაზე. ომი, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს, რომელსაც ყველა პირადი მიზნებისთვის იყენებს და თითქოს მის გარეშე არსებობა შეუძლებელი ხდება.

როგორც თავად თეატრალები ამბობენ, არსებული რეალობა  უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომი  თეატრს თავისთავად კარნახობს ამ თემატიკაზე  სპექტაკლების  დადგმას.

საპრემიერო თარიღები 15-დან 20 ოქტომბრამდეა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი