არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ჯო ბაიდენი

12 ოქტომბერი 2022, 10:05 728 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას. მისივე განცხადებით, ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

 ჯო ბაიდენის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„არ ფიქრობ, რომ ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლოდ საუბრობს ამაზე, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა არ დააკონკრეტა, რა იქნება ამერიკის პასუხი თუ პუტინი დანაპირებს შეასრულებს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, ნოემბერში ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

ბაიდენის თქმით, პუტინი რაციონალური მოთამაშეა, თუმცა ბევრ რამეში ძალიან შეცდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი