ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ. ფემიციდის შემთხვევა კახეთში მოხდა, კონკრეტულად კი თელავში.
გარდაცვლილი 26 წლის ქალის დედა ამბობს, რომ დანაშაული ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ჩაიდინა.
შსს-ს ინფორმაციით, 22 წლის კაცმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.