სერგეი ლავროვის განცხადება 

08 ოქტომბერი 2022, 17:30 688 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სწორედ ოფიციალური კიევია ის მხარე, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების რისკებს ზრდის.

ლავროვი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის საკუთარი მოქალაქეების მომზადება დაიწყო. ზელენსკიმ კი დასავლეთს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვი ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმის განხორციელებისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი