ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის რანგში პარლამენტში თავისი ბოლო ანგარიში შეაფასა. ანგარიშის განხილვა საკმაოდ მწვავე იყო, მმართველი პარტიის მხრიდან ძირითადად ისმოდა კრიტიკა სახალხო დამცველის მისამართით.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ლომჯარიას 5 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით წვლილი არ შეუტანია, ლომჯარიამ კი თავის ვრცელ ანგარიშში ფაქტები მოყვანა. თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4,666 განცხადება შევიდა, აპარატის ცხელ ხაზზე კი 11,126 ზარი განხორციელდა.
ომბუდსმენმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაციითა და წინადადებით.
გარდა ამისა ისაუბრა პოლიტიკურ თავდასხმებზე სახალხო დამცველსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე, საპყრობილეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ასევე ნინოწმინდის პანსიონში არსებულ რთული ვითარება.