1 წელი ბათუმის ტრაგედიიდან 

08 ოქტომბერი 2022, 10:32 684 ნახვა

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი 3-3 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

პროკურატურა დაკავებულებს ბრალი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ედავებოდა.

პატიმრობაში მყოფები წარდგენილ ბრალდებას უარყოფდნენ.  საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, კონკრეტულად, კორპუსის ნგრევა მზიდი კედლის გამოღებამ განაპირობა.

მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია მხარეების მიერ გასაჩივრებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი