გონიოს ხიდი

18 იანვარი 2017, 00:00 2486 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრი გონიოს ხიდის გაჭიანურებულ რეაბილიტაციას აპროტესტებს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ხიდის აღდგენა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მისი ვარაუდით ამის მიზეზი ის არის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ზიმო-7” პარალელურად ციხისძირიდან ხეების გადარგვას აწარმოებს და ორივე ვალდებულების შესასრულებლად რესურსი არ ჰყოფნის. ბრიფინგს ადგილზე გამოეხმაურა კომპანიის წარმომადგენელი. ირაკლი შანავას განმარტებით, ვადების გადაწევა სარეაბილიტაციო სამუშაოების გართულებამ გამოიწვია და ხეების გადარგვა პროცესთან კავშირში არ არის. გონიოს ხიდთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გაკეთდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის წარმომადგენლობაშიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი