"დინამო" ბათუმი გასვლაზე "დინამო" თბილისთან დამარცხდა

07 ოქტომბერი 2022, 23:12 1689 ნახვა

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გასვლაზე "დინამო" თბილისსთან 1-0 დამარცხდა.

პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩში 69-ე წუთზე ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ დავით სხირტლაძემ თავური დარტყმით გაიტანა.

79-ე წუთზე ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველად ვიდეო ასისტენტის სისტემა გამოიყენეს და მთავარმა არბიტრმა ბარნსი ოსეი უხეშობის გამო წითელი ბარათით დასაჯა. 

ბოლო წუთებში ბათუმელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდენ, თუმცა დედაქალაქურმა კლუბმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ამ მარცხის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა პირველობა დათმო.
29 ტურის შემდეგ 63 ქულით "დინამო" თბილისი პირველ ადგილზეა , 61 ქულით კი მეორე პოზიციას "დინამო" ბათუმი იკავებს.

მომდევნო ტურში "დინამო" ბათუმი 16 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში