ცვლილებები შესყიდვების კანონში

07 ოქტომბერი 2022, 17:20 1129 ნახვა

კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმა განხორციელდა, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისებით ისარგებლებენ.ბიზნესს მიეცემა უფრო მოქნილ და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისა და ევროპულ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ახალ კანონპროექტს აცნობს. საინფორმაციო კამპანია, რომელიც USAID-ის ეკონომიკური პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, ბათუმში გამართული სამუშაო შეხვედრით დაიწყო.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი