განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 

07 ოქტომბერი 2022, 14:47 1152 ნახვა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად  „ნინოწმინდის“  საბაჟოზე სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 ახალი გასასვლელი მოეწყო.

განახლებული გამშვები პუნქტის გახსნას   საქართველოს ფინანსთა მინისტრი და სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური დელეგაცია  ესწრებოდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით,  ნინოწმინდის განახლებულ საბაჟო ინფრასტრუქტურას უდიდეს მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. მისივე თქმით, ახალი საბაჟოს გამტარუნარიანობა მკვეთრად გაიზარდა და იგი  სადახლოს გამშვები პუნქტის განტვირთვას  შეუწყობს ხელს.

სომხური მხარის განცხადებით, ამ ყველაფერთან ერთად  ორ ქვეყანას შორის გაიზრდება ასევე სავაჭრო ბრუნვაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი