ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

07 ოქტომბერი 2022, 13:51 698 ნახვა

უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ჯოშირო მარუიამას შეხვდა და იპონით წააგო. მარგველაშვილი ახლა დამამშვიდებელ წრეში გადაერთვება. ვაჟა პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში კი უკრაინელ კარო მარანდიანს გაფრთხილებებით მოუგო.

8 ოქტომბერს მედლები კაცთა 73 და ქალთა 57 კილოგრამს წონით კატეგორიაში გათამაშდება. 73 კგ.ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტიტულის დაცვას მე-2 წრიდან დაიწყებს, მისი მოწინააღდეგე კი შვეიცარიელ ნილს სტამპა და ტაჯიკ მუჰამადრაჰიმ სარახონოვს შორის გამარჯვებული იქნება.

ქალთა ტურნირის 57 კგ.ში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალია და მეორე წრეში ჩინელ ქი საისა და სერბ მარისა პერიშიჩის შორის უმჯობესს დაელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი