ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის

07 ოქტომბერი 2022, 11:17 454 ნახვა

ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის - ამის შესახებ ინფორმაცია ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პრაღაში შეხვედრა გამართეს, რომელსაც ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  ესწრებოდნენ.

ევროკავშირის მისიის მიზანი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მათი მისიის კიდევ ერთი მიზანი ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარებაა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი  არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი