მფარველობს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ყოფილი ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვას?

06 ოქტომბერი 2022, 11:40 1161 ნახვა

მფარველობს თუ არა თორნიკე რიჟვაძე აჭარის  ყოფილი ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვას შერიფ ხიმშიაშვილის 3  ნომერში, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის  დის ქმარია ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვენ ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები.

ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ამის გამო, დავით ბალაძის მიერ გაცემულ ნებართვას  თორნიკე რიჟვაძე მფარველობს.

ტერიტორიაზე, რომელზეც განცხადების ავტორები საუბრობენ, სამშენებლო პროცესი თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით შეჩერებულია, თუმცა ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს აინტერესებთ, რატომ ირიცხება იგივე ტერიტორია კომპანიის სახელზე თუ ის უკანონოდაა გაცემული.

განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია სიცრუეა, რადგან აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა არც ყოფილა გაცემული - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროსა და მერიაში.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების დადგენის მიზნით მიმდინარეობს შეწყვეტის პროცედურები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი