მასწავლებელთა პროფესიული დღე აღნიშნეს ქედის მუნიციპალიტეტშიც. კულტურის სახლისა და სახელოვნებო სკოლის ანსამბლებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა პედაგოგებისთვის კონცერტი გამართეს.
ქედის მერიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 86 პედაგოგს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემა.
დღესვე ქედაში პოლონურ ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა პოლონეთის ქვემო სილეზიის ვოკალური ანსამბლი „ჰეიშოვინა“.