საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა.
ჯონ პენელმა კი პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო უესაიდის ახალი პროგრამის პრიორიტეტები.