ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდას ჭრილობა ცივი იარაღით ზურგის არეში მიაყენეს. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას გადის. მედიკოსების ცნობით, 15 წლის მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ელენთის ამოკვეთა გახდა საჭირო. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი.