საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ ინკლუზიური სწავლების ცენტრი მოინახულა. დეპუტატმა ბავშვებს შობა ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ცენტრი 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სხვადასხვა სახელოვნებო დარგს განახლებული მეთოდებით სწავლობენ.