სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის პროექტი, რომლის მიზანიც სამოქალაქო განათლების ხელშეწყობაა, 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ის სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და სკოლებთან კერძო სექტორის დაკავშირებას ითვალისწინებს.
სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად დაგეგმილია სკოლა-ბიზნესის ფორუმი. აჭარაში სამოქალაქო განათლების პროგრამაში 72 სკოლაა ჩართული, ქვეყნის მასშტაბით კი ის 650 სკოლას მოიცავს.
პროგრამის დეტალებს დღეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლები ბათუმში გაეცნენ.