ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ეფექტიანი საქმიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - ეს საკითხები გენერალურმა პროკურორმა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის დირექტორის პირველ მოადგილესთან აუდიანციისას განიხილა.
ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში.