რუსეთი დანაკარგების შევსებას მობილიზაციით ცდილობს. ოკუპანტ პუტინს კი საკუთარი ხალხი გაქცევით პასუხობს.
ვისაც ომში წასვლა არ სურს, რუსეთის დასატოვებლად ყველა საშუალებას იყენებს, თუმცა როგორც ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გადმოსულები ამბობენ, რუსეთი ველოსიპედებით და ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ და საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ ავტომობილებით არის შესაძლებელი.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სადაც გასული დღეების განმავლობაში რიგები არ წყდებოდა, ახლა გადმომსვლელთა რაოდენობა შემცირებულია.