სანაკრებო შესვენების შემდეგ ევროპაში საკლუბო ჩემპიონატები განახლდა. იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ტორინოს" უმასპინძლებს.
ამ დროისთვის 17 ქულით ნეაპოლელები პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "ტორინო" 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
დღევანდელ დაპირისპირებაში "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი ტრამვის გამო დააკლდება, ასევე საეჭვოა ირვინგ ლოსანოს თამაშიც.
იტალიური მედიის ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელია ძირითადადი შემადგენლობაში იქნება.
მატჩი დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.