საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე, გიორგი კოხრეიძემ კანდიდატურა მოხსნა. ამის მიზეზად კი, ჯანმრთელობის მდგომაროება დაასახელა.
მრჩეველთა საბჭომ 4 კანდიდატს უკვე მოუსმინა. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კი მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭიროა.
მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება.