''დინამო'' თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს

30 სექტემბერი 2022, 10:36 565 ნახვა

წყალბურთს კლუბი ''დინამო'' თბილისი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. თბილისელები ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოხვდნენ.

მეტოქეები იქნებიან:

  • იტალიური ''პრო რეკო'',
  • ესპანური ''ბარსელონეტა'',
  • გერმანული ''ჰანოვერი'',
  • სერბული ''რადნიჩკი'',
  • ბერძნული ''ოლიმპიაკოსი''
  • ''ბე'' და ''დე' საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები.

საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 15 ნოემბერს ''ბარსელონეტასთან'' შინ ითამაშებს.

''დინამომ'' წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 3-ჯერ ითამაშა და 5 მატჩის მოგება მოახერხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში