ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. მრჩეველთა საბჭო დღეს 3 კანდიდატს - აკაკი ბერიძეს, ნათია თავდგირიძესა და ირაკლი გიორგაძეს მოუსმენს.
მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის განვითარების საკუთარ ხედვას ამჟამად აკაკი ბერიძე აცნობს. კანდიდატებს კონცეფციების წარსადგენად ნახევარი საათი აქვთ.
მრჩეველთა საბჭოს მაუწყებლის განვითარების საკუთარ ხედვასა და გეგმებს მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და დავით ჩხარტიშვილი წარუდგენენ.
კენჭისყრის პროცედურა ხვალვე გასაუბრებების დასრულების შემდეგ გაიმართება.
მაუწყებლის დირექტორობისთვის კანდიდატმა მრჩეველთა საბჭოს 5-დან 3 წევრის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.