გასაუბრება აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან

29 სექტემბერი 2022, 14:42 1376 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

ამ წუთებში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, ნათია თავდგირიძეს უსმენს. იგი საბჭოს წევრებს  მაუწყებლის განვითარების საკუთარ ხედვას აცნობს.

მრჩევლებმა უკვე მოუსმინეს აკაკი ბერიძეს. დღის წესრიგის მიხედვით, ნათია თავდგირიძის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების საკუთარ ხედვაზე ირაკლი გიორგაძე ისაუბრებს. კანდიდატებს კონცეფციების წარსადგენად ნახევარი საათი აქვთ. გასაუბრებები გაგრძელდება ორი დღე.

ხვალ მრჩეველთა საბჭოს  ტელევიზიის  განვითარების საკუთარ ხედვასა და გეგმებს  მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და დავით  ჩხარტიშვილი წარუდგენენ. კენჭისყრის პროცედურა ხვალვე გასაუბრებების დასრულების შემდეგ გაიმართება.

მაუწყებლის დირექტორად ასარჩევად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს  5- დან მინიმუმ 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი