აშშ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

28 სექტემბერი 2022, 10:17 4371 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს "HIMARS"-ის სარაკეტო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, ასევე სათადარიგო ნაწილს, ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი