საქართველოს მეტოქე ევრო 2024-ის ფლეი-ოფში ყაზახეთი იქნება

28 სექტემბერი 2022, 10:31 1621 ნახვა

ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურში საბერძნეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 მოუგო, რის შედეგადაც,  გაირკვა რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ფლეი-ოფში ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

C დივიზიონის პირველ ადგილოსნებში ადგილები ასე განაწილდა: 

  1. საქართველო - 16 ქულა;
  2. საბერძნეთი - 15 ქულა;
  3. თურქეთი - 13 ქულა;
  4. ყაზახეთი - 13 ქულა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალური წყვილები ასეთია: საქართველო - ყაზახეთი და საბერძნეთი - თურქეთი. 

ორივე ნახევარფინალური მატჩი 2024 წლის 21 მარტს ჩატარდება, ხოლო ფინალი 26 მარტს არის ჩანიშნული.

ფინალში გამარჯვებულები შეხვდებიან და ფინალის მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება. თუ ამ ოთხი ნაკრებიდან რომელიმე ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას უფლებას. ფლეიოფში მას სხვა ნაკრები ჩაანაცვლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში