თურქეთში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

27 სექტემბერი 2022, 18:13 16201 ნახვა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მოხდა, რომლის ბიძგების სიმძლავრემ 5.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი