საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ და უგზოუკლოდ დაკარგულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქობულეთში ოფიციალურმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
აფხაზეთის ომში ქობულეთში მცხოვრები 3 მოქალაქე დაიღუპა: ბადრი მეგენეიშვილი, მაიზერ გაბაიძე და თემურ ჯორბენაძე.