ბათუმში მთავრდება კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 108 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ბოლო ტურის წინ მათგან მხოლოდ კესარია მგელაძეს შერჩა მედლის მოპოვების თეორიული შანსი. რომელიც 8 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ტურებში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მან მერვე ადგილზე გადაინაცვლა. გუშინ ბათუმელი მოჭადრაკე ოქსანა გორიაჩკინასთან დამარცხდა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მე-11 ტურის პარტიები გათამაშდება.