დასრულდა აჭარის პირველობა მინი-ფეხბურთში ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გუნდებს შორის. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა და ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტურნირში, რომელიც აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, რვა გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებული ქედის გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირი უდანაკარგოდ ჩაატარა და ყველა შეხვედრა მოიგო.