არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები დაასახელეს

27 სექტემბერი 2022, 11:57 810 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს რეკომენდაციას.

"ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატები ნამდვილად იმსახურებენ მაღალ პროფესიონალურ ნდობას, საზოგადოებრივ ნდობას, ისინი ნამდვილად გამოირჩევიან თავისი მიუკერძოებლობით, დამოუკიდებლობით და პროფესიონალიზმით. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვუჭერთ მხარს ამ კანდიდატებს, ჩემი ორგანიზაციის სახელით, შემიძლია, დავადასტურო, რომ ნამდვილად ამ ადამიანებს ამ კრიტეირუმების მიხედვით ვენდობით. იცნობს საზოგადოება მათ საქმიანობას და მათ ქმედებებს ამ მიმართულებით, შესაბამოსად, ჩვენს ნდობას ნამდვილად იმსახურებენ. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ პროცესებს, ორ დღეში სრულდება საბუთების მიღების ვადა და საბუთების მიღების შემდეგ იწყება ჯერ შეფასების ჯგუფის, შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი, რაც პრინციპში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ შეთანხმება, რადგან არც ერთ სუბიექტს ერთპიროვნულად არ აქვს საშუალება, მიიღოს გადაწყბეტილება. უნდა შეთანხმდნენ კანდიდატებთან დაკავშირებით, უნდა შედგეს კონსენსუსი და ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ შედგება შეთანხმება სწორედაც იმ კანდიდატებზე, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ. ისინი ნამდვილად აკმაყოფილებენ კრიტეირიუმებს“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი