სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - აშშ-ის საელჩო

27 სექტემბერი 2022, 10:05 832 ნახვა

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

"ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დიდება გმირებს!“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი