„შეაჩერეთ რუსები“ - ამ ლოზუნგით ევროპის მოედანზე უკრაინის დევნილმა მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა საფრთხის შემცველია.
რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.