არსებული ინფორმაციით რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. არის 20-მდე დაშავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.