"ევროპა ჩვენი მომავალია“- ამ მოწოდებით „რეფორმებისა და კვლევის” ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია პერმორმანსი გამართა.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია საქართველოს მოქალაქეებს გააცნონ ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და მოუწოდოს იმ რეალური შესაძლებლობის გამოყენებისკენ, რომელიც მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე კიდევ უფრო ნათელი და ახლო გახდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრას და ევროპული ღირებულებების გაცნობას.