თემურ ქეცბაიამ სადებიუტო შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა

25 სექტემბერი 2022, 11:38 932 ნახვა

თემურ ქეცბაიას დებიუტი კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოვიდა.
ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში კვიპროსმა საბერძნეთის ნაკრები 1:0  დაამარცხა.

საბერძნეთის ნაკრების მარცხი ამ შეხვედრაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.  

ერთა ლიგის C დივიზიონის ოთხივე პირველადგილოსანი და შესაბამისად, ევრო 2024-ის პლეი-ოფის მონაწილენი ცნობილია: საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი და საბერძნეთი. ახლა ის უნდა გაირკვეს, ვინ ვის შეხვდება ნახევარფინალში: საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უარესის შედეგის მქონეს შეხვდება, მეორე-მესამე გუნდები კი ერთმანეთს.

ნახევარფინალში მასპინძლები ისინი იქნებიან, ვინც ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო ორი შედეგით დაასრულებენ.
თურქეთის ბურთების ბალანსი ყველაზე კარგია (+14), საქართველოს +12 აქვს, ხოლო ყაზახეთს +5. ასე რომ, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ საქართველო გიბრალტარს მოუგებს, ნახევარფინალში ნებისმიერ შემთხვევაში თბილისში ითამაშებს, მხოლოდ მეტოქე იქნება გასარკვევი.

საქართველოს ნაკრები 26 სექტემბერს, გიბრალტარს ესტუმრება, თურქეთი 25 სექტემბერს, ფარერებს გასვლაზე შეხვდება, იმავე დღეს ყაზახეთს აზერბაიჯანში სტუმრობა ელის, ხოლო საბერძნეთი 27 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში