საგუნდო მუსიკის კონცერტი 

24 სექტემბერი 2022, 17:19 1444 ნახვა

საგუნდო მუსიკის ზეიმი ბათუმში.  მუსიკოსები დედაქალაქიდან და ბათუმიდან.  ბათუმი საგუნდო  საზოგადეობის მიერ  ორგანიზებულ პროექტს მასპინძლობს.

ქართული და ევროპული შედევრები სცენაზე აჭარის სახელმწიფო კაპელისა და ქალთა კამერული გუნდის მიერ შესრულდა. შემდეგ სცენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ დაიკავა, ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძეა. სცენაზე საგუნდო მუსიკით წარსდგნენ საქართველოს ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელის მუსიკოსებიც.

ხელმძღვანელი შიო აბრახამია და მიხეილ ჯავახიშვილია.  ბათუმის შემდეგ ფესტივალს ქუთაისი უმასპინძლებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი