მაღალმთიან აჭარაში ლიტერატურული ფესტივალი ,,ზეკარი“ გრძელდება. გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა და საჯარო ლექცია. დღის ბოლოს კი მოეწყო ბესო სოლომონაშვილის ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება.
აგვისტოს ომის მოტივებზე შექმნილი ფილმი მაყურებელს ომით გადაღლილი ადამიანების შესახებ უყვება.
ფესტივალი ხვალ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახლმუზეუმში გაგრძელდება.