როჯერ ფედერერის ემოციური გამომშვიდობება გულშემატკივართან 

24 სექტემბერი 2022, 17:08 789 ნახვა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში ბოლო მატჩი გამართა. ლეივერის თასზე კარიერაში ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გულშემატკივრებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც მან და რაფაელ ნადალმა ცრემლები ვერ შეიკავეს.

„დიდ სლემზე“ ფედერერს 20 ტიტული აქვს მოგებული – ექვსჯერ ავსტრალიის ღია, რვაჯერ უიმბლდონი, ხუთჯერ აშშ-ის ღია ჩემპიონატი და ერთხელ – როლან გაროსი.

სულ შვეიცარიელის კოლექციაში 103 ტიტულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი