დღეს ევროპის სუპერთასზე „ბათუმი“ „ჰითს“ დაუპირისპირდება

24 სექტემბერი 2022, 10:09 193 ნახვა

დღეს ბათუმი რაგბი არენაზე ევროპის სუპერთასის გათამაშების მესამე ტურში "ბათუმი" თელ-ავივის „ჰითს“ დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ „ბათუმი“ უქულოდ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

ზღვისპირელები პირველ მატჩში პირველ ქართულ ფრენჩაიზ, სუპერთასის მოქმედ ჩემპიონთან „შავ ლომთან“ დამარცხდნენ, მეორე ტურში კი რუმინეთში „ვულვზთანაც“ წააგეს.

შავ ლომს 7 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს, მეორეზეა „ჰითი“, რომელსაც 6,4 ქულა აქვს, ვულვზი 5,4 ქულით მესამე ადგილზეა. „შავი ლომი“ მესამე ტურში „ვულვზს“ უმასპინძლებს.

„ბათუმისა“ და „ჰითის“ დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში