შეხვედრა კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით

24 სექტემბერი 2022, 10:13 580 ნახვა

საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა. - ამ საკითხებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იმერეთში  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს და მოხდა პრაქტიკული საქმეების განხილვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი