ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან" გაიხსნა. პირველი შეხვედრა მწერლებმა და პოეტებმა ფურტიოში გამართეს.
ფესტივალი მოიცავს საჯარო ლექციებს, ავტორები კი საკუთარ ლექსებსა და თხზულებებს წაიკითხავენ.
ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მაღალმთიან აჭარაში და ძირითადად ცნობილი შემოქმედები არიან მოწვეულები. წელს ფესტივალს 10 წელი შეუსრულდა. ღონისძიების პარალელურად წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
„ზე-კართან““ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ აჭარის ტერიტორიაზე გასამართი ფესტივალების გამარჯვებულია.