შეხვედრა ერგნეთში

23 სექტემბერი 2022, 14:25 612 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ორთვიანი პაუზის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 108-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.  

საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ  შეხვედრაზე კიდევ  ერთხელ დააყენებენ დაკავებულების გათავისუფლების საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი