ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობას ეყრება საფუძველი. უნდა აშენდეს ორი შენობა, 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი 150 მოზარდისთვის.
შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო და სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები.
სკოლას ექნება საკუთარი ტრანსპორტი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.
მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.