,,საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და საზღვაო ნარჩენების შემცირება შავი ზღვის ეკოსისტემის დასაცავად“- პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში საუბარი ეხება საზღვაო ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას, საზოგადოების ცნობიერების დონის განსაზღვრას და გამოწვევებს.
დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორი საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრია.
პროექტის ფარგლებში ხვალ ნარჩენებთან დაკავშირებით დაგეგმილია გამოფენა და მოსახლეობასთან შეხვედრა.