ენმ უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრობს

20 სექტემბერი 2022, 14:56 753 ნახვა

უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ კობალაძის ქუჩა, რომელიც დღემდე გადათხრილია და რომლის რეაბილიტაციისთვის მილიონ 600 ათას ლარზე მეტი იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, კვლავ პრობლემურია. ხარაზი ირწმუნება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან   5 თვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის სანიაღვრე არხი, რის გამოც სამუშაოები შეაჩერეს და დამატებით ხარჯები გაწერვა მოითხოვეს. ოპოზიციის წევრი ქალაქის მერს საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი