ელენე ხოშტარიას ბრიფინგი

20 სექტემბერი 2022, 11:46 492 ნახვა

საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა თვითმფრინავს, რომელიც მხილებულია რუსეთისთვის სამხედრო დახმარების  გაწევაში -  ამ ინფორმაციას ‘’დროას’’ ლიდერი ავრცელებს. ელენე  ხოშტარიას განცხადებით, გუშინ ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტმა ამხილა ირანული ავიაკომპანია, რომ ის უკრაინის ომის გამო  დაწესებულ სანქციებს არღვევს და რუსეთში გადააქვს აკრძალული სამხედრო ტვირთი, ელექტრო  მოწყობილებები, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.  ხოშტარიას  ინფორმაციით,აღნიშნული თვითმფრინავი 4  და 11 სექტემბერს  მოსკოვში  გაემგზავრა  საქართველოს  საჰაერო  სივრცის   გავლით. დროას ლიდერი  ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან გეგმავს კომუნიკაციას, ასევე აცხადებს, რომ  მიემგზავრება კიევში, სადაც ამ თემაზე ექნება საუბარი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი