ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი დღე

19 სექტემბერი 2022, 14:46 742 ნახვა

„მაინც ვითამაშებთ“, „მეოთხე ბრაიტონი“, „მრავალჟამიერი“ - ბათუმი საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ამ და სხვა რჩეულ ფილმებს  ნახავს დღეს მაყურებელი. ფილმების ავტორები  ქართველი და უცხოელი რეჟისორები არიან. ბიაფ-ის კინოჩვენების ადგილი უცვლელია. ფილმების ჩვენება  კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ  გაიმართება. პროგრამა წელსაც საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს მოიცავს.წარმოდგენილი იქნება 4 ფილმი უკრაინის  თემატიკაზე. წელს პირველად ბიაფ-ის  დაფინანსებაზე უარი თქვა სახელმწიფომ და იგი საელჩოსა და სხვადასხვა კომპანიის, ასევე მაყურებლების შემოწირულობებით იმართება. საერთაშორისო კინოფესტიცვალზე 35 -მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, საკონკურსო ნაწილს ქართველი და უცხოელი კინომცოდნეებისგან შემდგარი  ჟიური შეაფასებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი