ბიაფი 2022

19 სექტემბერი 2022, 11:45 1146 ნახვა

უკვე მეჩვიდმეტედ ბათუმი საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელია. ბიაფი გუშინ კინოთეატრ აპოლოში ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებულით „მრავალჟამიერი „ გაიხსნა. პროგრამა წელსაც საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს მოიცავს. ასევე წარმოდგენილი იქნება 4 ფილმი უკრაინის თემატიკაზე. ტრადიციულად ფესტივალის საკონკურსო ნაწილს ქართველი და უცხოელი კინომცოდნეებისგან შემდგარი  ჟიური შეაფასებს. საერთაშორისო კინოფესტიცვალზე  35 -მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, ბიაფი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. წელს ბიაფს ფესტივალი „სინე დოკ თბილისი“ შეურთდა, რომელიც წელს თბილისში მეათედ უნდა გამართულიყო, თუმცა ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩაშლის პირას იყო. პრობლემები შეექმნა წელს ბიაფსაც. არსებობის განმავლობაში პირველად სახელმწიფო უწყებებმა ფესტივალის დაფინასებაზე უარი განაცხადეს. თუმცა ფესტივალი საელჩოსა და სხვადასხვა კომპანიის, ასევე მაყურებლების მხარდაჭერით მაინც იმართება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი